-
ავტორი
- კატეგორიები: არტისტი ბალერინა ხელოვნებათმცოდნე იურისტი
გვარამაძე ელენე (21.X. 1913, თბილისი-29.XI. 1991), ქართვ. ბალერინა, პედაგოგი, საქ. სსრ სახ. არტისტი (1941) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973). გ. ე. სწავლობდა: თბილ. მარია პერინის სტუდიაში (1922–1928), რომლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (1930). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1934). გ. ე. იყო (1930–1948): ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრ. წამყვანი სოლისტი; შესრულებული აქვს ფასკუნჯის (პუნის "კუზიანი ცხენი"), ტაო ხოას (გლიერის "წითელი ყვავილი"), ოდეტა–ოდილაიას (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), კიტრის (მინკუსის "დონ კიხოტი"), მარიას (ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი"), ესმერალდას (პუნის "ესმერალდა"), სილფიდის ("შოპენიანა"), იდორას (იანოვსკის "ფერენჯი"), მანიჟეს (ბალანჩივაძის "მთების გული"), ციალას (თაქთაქიშვილის "მაყვალა") და სხვ. როლები. გ. ე. ეწეოდა სამეცნ.–კვლ. მუშაობას ქართ. ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში (1947). ავტორია ნაშრომებისა ქართ. საცეკვაო ფოლკლორისა და ხალხ. ქორეოგრაფიის შესახებ. გ. ე. მოღვაწეობდა საქართვ. თეატრ. ინ-ტში (1961); იყო ინ-ტის თეატრ. და კინოს ისტ. და თეორიის სამეცნ. სექტორის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი.
ლიტ.: ხუჭუა, პ. (1978). ელენე გვარამაძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 132; გვრამაძე ელენე. საქართველო: ენციკლოპედია. (1997). ტ. 1, გვ. 604.